Wednesday, November 18, 2015

დღე 9

წავიკითხეთ და მოვისმინეთ პრეზენტაციები, წარმოვაჩინეთ თითოეულმა ჩვენი თემები. შევიტანეთ გარკვეული შენიშვნები, გვანცამ მოგვცა შეფასებები და ყველანი ვიყავით კმაყოფილები.9 დღიანი მუშაობის განმავლობაში ბევრი ახალი შევისწავლე, რასაც გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. მთელი ამ მოდულის განმავლობაში შევისწავლე ახალი ტექნოლოგიები რაც არ ვიცოდი. გვანცა მარტივი ენით გვაწვდიდა მასალებს ჩვენთვის საჭირო საკითხებზე..ბევრი რამ ჩემთვის იყო ახალი. მიღებული ცოდნა დამეხმარება გაკვეთილის უკეთ ჩატარებაში.

Sunday, November 15, 2015

დღე 8

დღეს მოვისმინე მე-7 მოდული.დღე დაიწყო ჩვენი პროექტის მოსმენით, შემოწმებით, სადაც დავამატეთმოსწავლის ნიმუში და შეფასების რუბლიკა. ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით. როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლას მოსწავლეთა ორიენტირებულ სწავლების პროცესში.  შევქმნით დოკუმენტს, პრეზენტაციას ან ვებრესურსებს.

Saturday, November 14, 2015

დღე 7

მიუხედავად გვანცამ ყველაფერი კარგად ამიხსნა დავალების სესრულება მაინც გამიჭირდა. დღეს განვიხილე გაკვეთილისდაგეგმვა.გამოვიყენე ტექნოლოგიები, ეფექტურად სწავლების პროცესის შელშეწყობისა და მოსწავლეთა შეფასების მიზნით.

d

Sunday, November 8, 2015

დღე 6

მე დღეს შევისწავლე  სლაიდის შექმნა. მოსწავლის როლის მორგება.შეფასების რუბლიკის ბიბლიოთეკა. ფოტოს გადმოწერა. ფერების შერჩევა. განვიხილე ჩეკლისტის გამოყენება. შემხვდა გარკვეული პრობლემები გვანცას დახმარებით გავართვი თავი.  

Saturday, November 7, 2015

დღე 5

განვიხილე კავშირები მიზანსა და სტანდარტს შორის. ვიმსჯელე მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვებზე.მოვისმინე თემასთან დაკავშირებული  კოლეგების თემატური, ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები.გვანცამ ზოგიერთ საკითხებში მომცა მიმართულება რაც ძალიან დამეხმარა.ვისწავლე ონლაინ კოლაბორაცია.შევისწავლე შესაბამისი საიტი. განვიხილე როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.

Sunday, November 1, 2015

დღე 4

გავეცანი პროექტზე მუშაობის სქემას, რომელიც დროშია გაწერილი; პროექტზე მუშაობის დაწყებამდე.მუშაობის პროცესში და დასრულებას. მის მეტოდებსა და ინსტრუმენტებს. განვიხილე შეფასების დროის ჩარჩო. პროექტზე მუშაობისას მნიშვნელოვანია უწყვეტი შეფასება, მოსწავლეთა უნარ- ჩვევების განვითარებისათვის. მიუსადაგე სათანადო ინდიკატორები.